ახალი ამბები მედია მთავარი

ეუთო: “რედაქციამ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს “ნიუსრუმში” და არა სასამართლო დარბაზში”

ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩი “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ორგანიზაციის ვებგევრდზე ეხმაურება და აცხადებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ტელეკომპანიაში მენეჯმენტის ცვლილებების შესახებ, საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას, პლურალიზმს და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას.
“სარედაქციო გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს “ნიუსრუმებში” და არა სასამართლო დარბაზებში. სასამართლოს მცდელობა, გავლენა მოახდინოს მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაზე, წარმოადგენს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის საფუძვლების დარღვევას. მოვუწოდებ სასამართლო ხელისუფლებას სცეს პატივი “რუსთავის 2″-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის უფლებას”, – ნათქვამია დუნია მიატოვიჩის განცხადებაში.

იტვირთბა....