ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ახლა უკვე ქუჩაში უნდა ვიაროთ პირბადით” – მარინა ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე საზოგადოებას მოუწოდებს, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქუჩაშიც პირბადე ატარონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ენდელაძემ თქვა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აუცილებელია, რომ არსებული რეგულაციები სრულყოფილად იყოს დაცული. მისი შეფასებით, ჯერჯერობით ჯანდაცვის სექტორი ინფიცირების ახალ შემთხვევებს უმკლავდება.

„კლასტერები გავრცელდა ქვეყნაში, ამისთვის კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, უკვე აღარ არის ის ეტაპი, როცა მხოლოდ სოციუმებში იყო პირბადის ტარება აუცილებელი, ახლა უკვე ქუჩაში უნდა ვიაროთ პირბადით იმიტომ, რომ შეიძლება ახლო კონტაქტი მოგვიწიოს. ამიტომ, ძალიან სერიოზულად არის რეგულაციების დაცვა აუცილებელი.

ჯერჯერობით არის რესურსი და ალბათ, მომავალშიც იქნება, რომ ინფექციას გავუმკლავდეთ. ძალიან სერიოზული კოორდინირებული მუშაობაა სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის. ამ პროცესში ეპიდემიოლოგები და მედიკოსებიც ჩართული არიან” – განაცხადა ენდელაძემ.

იტვირთბა....