“განცხადებას იმის შესახებ, რომ არსებობს და დასაშვებია კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრა, ჩვენ ვერ გავიზიარებთ. სამწუხაროდ, თურქეთმა ეს შეძლო და დაადასტურა, რომ მხარს დაუჭერს ნებისმიერ გზას, რომელსაც აზერბაიჯანი აირჩევს კონფლიქტის გადაჭრისთვის, მათ შორის, ომსაც.“
სერგეი ლავროვი – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რადიოჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.
9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.