ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ერთიანობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, როცა განსაცდელის ჟამში ვართ” – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სვეტიცხოველის ტაძარში განცხადება გააკეთა და თქვა, რომ სვეტიცხოვლობა სახელმწიფოებრივი დღესასწაულია.

პრემიერმა დღევანდელი დღე პატრიარქს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიულოცა.

„სვეტიცხოვლობა უკვე აღარ არის მხოლოდ რელიგიური ღონისძიება – სვეტიცხოვლობა არის სრულიად საქართველოს დღესასწაული, სახელმწიფოებრივი დღესასწაული, რომელიც გვაერთიანებს ჩვენ ყველას ერთად. საქართველოს მოქალაქეებს, ექიმებს, ეკლესიას, მთავრობას, ყველას ერთად შეგვიძლია დავამარცხოთ ისეთი ძლიერი მტერი, როგორიც არის ვირუსი. ამ ერთიანობით ჩვენ უნდა ვიყუროთ ხვალინდელი დღისკენ და რა თქმა უნდა, ამ ერთიანობით ჩვენ ერთმანეთს უნდა მივულოცოთ სვეტიცხოვლობა. პირველ რიგში სვეტიცხოვლობას ვულოცავ პატრიარქს და ყველა მოქალაქეს და მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, წარმატებები და ქვეყნის გამთლიანება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იტვირთბა....