aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ მომკლა ამ ემიგრანტებთან ბოდიშების მოხდამ? ვინც სააკაშვილის მხარდამჭერია, ნორმალურ ადამიანად არ მიმაჩნია” – დოლიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

მე განწყობილი ვარ პატივისცემით იმ ემიგრანტების მიმართ, ვინც სამშობლოს ფასი იცის. ის ადამიანები, ვინც მიშა სააკაშვილს უჭერს დღესაც მხარს, რატომ არ დაბრუნდნენ საქართველოში თუ ასეთი აყვავებული იყო ქვეყანა იმ 9 წელში – ამის შესახებ, რეჟისორმა ქეთი დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ემიგრანტებისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

“არ მომკლა ამ ემიგრანტებთან ბოდიშების მოხდამ? 20 წლის წინ იყო მსგავსი შემოტევა და ახლა თავიდან დაიწყეს. ვინც 9 წლის უბედურების, მკვლელობების და ბავშვების ხოცვის მერე, ისევ სააკაშვილის მხარდამჭერია, მე ნორმალურ ადამიანად არ მიმაჩნია.

ასეთი ემიგრანტები იქ იყვნენ მიშასთან ერთად, სადაც არიან. მიშისტ ემიგრანტებთან ბოდიშების მოხდა არც მაინტერესებს.

დიდი ასოებით დაწერეთ. საქართველოს კეთილისმსურველად არ მიმაჩნია ადამიანი ვინც სააკაშვილს უჭერს მხარს. მე მაინტერესებს ნორმალურად მოაზროვნე ემიგრანტების აზრი. გვარებს დავწერ კიდევ თუ ბევრს გააგრძელებენ.” – განუცხადა ქეთი დოლიძემ.

საქართველოს ექს-პრეზიდენტთან შეხვედრაზე მისულ ემიგრანტებს სოციალური ქსელის მომხმარებლის პოსტზე ქეთი დოლიძემ შემდეგი შინაარსის კომენტარი დაუწერა: “ავადმყოფები! არ გეღირსოთ საქართველოში დაბრუნება! არასდროს!”

იტვირთბა....