ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წულუკიანი აშშ-ს ელჩის პირისპირ

“რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ მოვლენებს დაპირისპირება მოჰყვა იუსტიციის მინისტრსა და საქართველოში აშშ-ს ელჩს შორის. აშშ-ის ელჩის მოადგილე  ნიკოლას ბერლინელი წულუკიანს  პასუხობს. მისი აზრით, მნიშვნელობა არა დეტალებს, არამედ წამოწეულ საკითხებს აქვს.

“მოვისმინე იუსტიციის მინისტრის განცხადება.  ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მთლიანობაში შევხედოთ იმას, რაც ელჩმა თქვა, მოგვარდეს ის საკითხები, რაც მან ამ განცხადებაში მკაფიოდ წამოწია და არ გამახვილდეს ყურადღება მხოლოდ ამ განცხადების პატარა დეტალებზე”, – თქვა ბერლინელმა.

დღეს წულუკიანმა გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოსგან განმარტება მოითხოვა.

“მინდა, მეგობრულად ვთხოვო აშშ-ის საელჩოს საქართველოში, განმიმარტოს, რას ნიშნავს “ღამით მომხდარი პროცესები” და ხელი დამიდოს იმ დოკუმენტზე, იმ პროცესზე, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა ღამით. მე ველოდები პასუხს, რადგან შეშფოთებით ვნახე ის განცხადება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გააკეთა და რომელიც არაპირდაპირ აკნინებს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს, როგორც ინსტიტუტს. სასამართლო გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა 18:00 საათზე და დღეს დილით, 09:20 საათზე რეგისტრაციაში გატარდა”, – თქვა წულუკიანმა.

იტვირთბა....