ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

(ფოტო) აშშ-ში 11 წლის ბიჭმა სასკოლო ავტობუსი გასართობად გაიტაცა

აშშ-ში, ლუიზიანას შტატში, დააკავეს 11 წლის ბიჭი, რომელმაც სკოლის ავტობუსი გაიტაცა –  ამის შესახებ ინფორმაციას NBC News ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, ბავშვი პოლიციას 45 წუთის განმავლობაში გაურბოდა, მანამ, სანამ ხეს არ შეეჯახა.

პოლიციამ შეტყობინება 11 ოქტომბერს, 10:45 საათზე მიიღო, მის შეჩერებას კი მრავალი დანაყოფი ცდილობდა. სამართლადამცველები ამბობენ, რომ ბავშვი პოლიციელებს დასცინოდა და  გზად სხვა მანქანებს განზრახ ეჯახებოდა.

აღსანიშნავია,  რომ მოზარდი უვნებლად გადარჩა, თუმცა სხვა მანქანებთან შეჯახებისას ერთ-ერთი მძღოლი დაშავდა.

იტვირთბა....