საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 102-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა კიდევ 329 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 6 867-ს შეადგენს.