“არანაირ პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებ ბატონ სააკაშვილთან. მარტივი მიზეზის გამო: მე სააკაშვილის არც ქების მჯერა და არც ძაგების. მას შეუძლია ცაში ასჯერ აგიტანოს და ანგელოზად წარმოგაჩინოს, მერე იქვე 900-ჯერ ტალახში გაგორაოს. მის სიტყვებს, სამწუხაროდ, ფასი აქვს დაკარგული.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი.
ამის შესახებ მან “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
ცნობისათვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, “ნაციონალური მოძრაობის” პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა „ევროპულ საქართველოს“ უპასუხა.
შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთობა არა მხოლოდ ბიძინამ, არამედ მიშამაც ამოიღო მიზანში.