13 წლის ილია ფილფანს უკვე ერთი კვირაა ინტერპოლი ყვითელი ცირკულარით ეძებს. გარდა ამისა, ოჯახმა გააკეთა განცხადება, რომ მათი შვილის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელს 50 ათასი ლარით დააჯილდოვებდნენ.
„ფორტუნასთან“ საუბარში ილია ფილფანის მამა დათო ფილფანმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ინფორმაციით, მათი შვილი აჭარაში, სანაპიროზე შენიშნეს.
“დამირეკა ერთმა კაცმა და მითხრა, რომ ჩემი შვილის მსგავსი ბიჭი ნახა, აჭარაში, სანაპიროზე. ისიც მითხრა, თუ იპოვეთ, ფული არ გვინდაო. ახლა მისი მოწოდებული ეს ინფორმაცია მოწმდება. ჯერჯერობით სიახლე არაა.
იმედი, რომ ჩემს შვილს ვიპოვით, არის. ზოგიერთ ადამიანს არ უნდა, რომ მათზე არ ვილაპარაკო. ასეთ შემთხვევაში მე არავის არაფერს ვეუბნები და საკუთარი ძალებით ვცდილობ ინფორმაციის გადამოწმებას. თუ ადამიანი არაა წინააღმდეგი, მათ მოწოდებულ ინფორმაციას პოლიციას ვაწვდი. პოლიცია, რასაკვირველია, უფრო კარგად გაერკვევა სიტუაციაში და უფრო კარგად მოძებნის” – თქვა მან.
შეგახსენებთ, ილია ფილფანს სოფელ ლენჯერში ბებიასთან იყო სტუმრად. 18 ივლისს შინიდან ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.