ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ილიჩოვამ თქვა, ყოველ წამს მგონია, შემოვა ვინმე და ბოდიშს მომიხდისო” – ადვოკატი

მან თქვა: ყოველ წამს მგონია, რომ კარი გაიღება, შემოვა ვინმე და ბოდიშს მომიხდის ამ დანაშაულის გამო რომ მე აქ ვარ და დავტოვებ ამ დაწესებულებასო – ამის შესახებ, კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის მნიშვნელოვანია, ეს საქმე არ დარჩეს მისთვის “ლაფის შესხმად”.

“საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მითუმეტეს, ისეთი პატრიოტი ადამიანებისთვის, როგორებიც არიან, ქალბატონი ნატალია და ბატონი ივერი, ეს დანაშაული, სამშობლოს ღალატი, სიკვდილის ტოლფაია.

ქალბატონ ნატალიას ერთ სიტყვებს მოვიყვან ამის დასტურად, მან თქვა: ყოველ წამს მგონია, რომ კარი გაიღება, შემოვა ვინმე და ბოდიშს მომიხდის ამ დანაშაულის გამო რომ მე აქ ვარ და დავტოვებ ამ დაწესებულებასო. მან ეს ისეთი გრძნობით თქვა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დანაშაული არ დარჩეს ასე, მისთვის ლაფის შესხმად”, – ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო,  8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....