“ყველანაირი კრიტიკული, განსხვავებული, სამართლიანი და მამხილებელი აზრი – იდევნება. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ყველაზე მეტად საბჭოთა სისტემაა. ყველაზე მეტად ფესვგადგმულია საბჭოთა რეჟიმის მენტალობა დღევანდელ საეკლესიო მმართველობაში.”
მეუფე პეტრე – ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი ხელმძღვანელი
ამის შესახებ მეუფე პეტრემ წმინდა სინოდის სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც დავით გარეჯის საკითხზე სავარაუდოდ ოქტომერში გაიმართება.
პეტრე ცაავა ამბობს, რომ სხდომა უნდა იყოს გამჭვირვალე და მედიამ მასზე დასწრება უნდა მოითხოვოს.