ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

WHO მსოფლიოს ლიდერებს: შეწყვიტეთ „ლოქდაუნის“ გამოყენება კორონავირუსის კონტროლის ძირითად მეთოდად

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი, დევიდ ნაბარო მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ე.წ. ლოქდაუნის გამოყენება კორონავირუსის საკონტროლოდ.

მისი განმარტებით, ერთადერთი, რაც ამ აკრძალვამ მოიტანა, სიღარიბეა.

„ლოქდაუნის ფონზე, ღარიბი ხალხი კიდევ უფრო ღარიბდება, შეხედეთ, რა მოუვიდა ტურიზმის ინდუსტრიას, რა მდგომარეობაში არიან მცირე ფერმერები. კიდევ ერთხელ ვეუბნებით მსოფლიოს ლიდერებს, შეწყვიტეთ „ლოქდაუნის“ გამოყენება კონტროლის ძირითად მეთოდად, განავითარეთ უკეთესი სისტემა, იმუშავეთ ერთად და ისწავლეთ ერთმანეთისგან. თუ კლასტერები და აფეთქებები გამოჩნდება, უნდა დაწესდეს ადგილობრივი შეზღუდვები, თანაც დროში მაქსიმალურად შეზღუდული.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსით, მსოფლიოს მასშტაბით, 38 მილიონამდე ( 37 756 559) ადამიანი დაინფიცირდა, მათგან მილიონზე მეტი (1 081 528)  გარდაიცვალა, 29 მილიონამდე პაციენტი კი გამოჯანრთელდა.

იტვირთბა....