ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“დედამისი სიცოცხლეშიც არ აკითხავდა. ახლა მიცვალებულთან ნახევარი საათით მოვიდა მხოლოდ” – დაღუპული მოზარდის ახლობელი

28 სექტემბერს, რუსთავში ავარიის შედეგად, მოზარდი გარდაიცვალა. დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანა, არასრულწლოვანს და მის ძაღლს დაეჯახა. მოზარდი და მისი ოთხფეხა მეგობარი ადგილზე დაიღუპნენ.

ელენე ბაშარული თვეების იყო, როდესაც დედამ მიატოვა და მას მამიდა ზრდიდა. რომელიც 6 წლის წინ გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ელენეს დედობა მამიდაშვილმა, მარიამ ბაშარულმა, იტვირთა. ელენე მას დედას ეძახდა. გოგონას მამა ახალგორის ტერიტორიაზე ცხოვრობს და შარშან 3 სექტემბერს გზის დაკეტვის შემდეგ, იმ ტერიტორიიდან აღარც გადმოსულა. როგორც ელენე ბაშარულის მამის დისშვილი ამბობს, ელენეს მამამ გარდაცვალების ღამეს 200-ჯერ დაურეკა, რადგან შფოთავდა და მთელი ღამე ვერ დაიძინა.

“ელენე დედას არც ახსენებდა. ყველას ეუბნებოდა რომ დედა მე ვიყავი. მამასთან კი ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა გარემოების გამო, ერთმანეთისგან შორს ცხოვრობდნენ. დედამისი კი არც სიცოცხლეში აკითხავდა. ახლა მიცვალებულთან ნახევარი საათით მოვიდა მხოლოდ…” – განუცხადა “სარკეს” გოგონას მამიდაშვილმა მარიამ ბაშარულმა.

იტვირთბა....