ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდის გამო, შესაძლებელია თბილისში ზომები გამკაცრდეს” – მარინა ენდელაძე

“კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდის გამო, შესაძლებელია თბილისში ზომები გამკაცრდეს”, –  ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს განაცხადა.

ენდელაძის განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე თბილისია, ხოლო აჭარაში, ინფიცირებულთა რაოდენობის კლება ფიქსირდება.

„ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ შესაძლებელია, თუ ასეთი მატება იქნა, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ზუსტად პირველ სექტემბრამდე გამკაცრებული ზომების პირობებში მატება თითქმის არ გვქონდა, ძალიან მცირე იყო, ახლა მატება არის და შესაბამისად, შეიძლება მთავრობამ გადაწყვიტოს ამის შესახებ. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის“,- განაცხადა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 11 794-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი და საერთო რაოდენობა 6 327-ს შეადგენს.

იტვირთბა....