ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“რიკო კრედიტში” მძარცველი ყუმბარით შეიჭრა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “რიკო კრედიტში” მძარცველი შეიჭრა” – აღნიშნულ ინფორმაციას კომპანიის ხემძღვანელი ლაშა ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნაცვლიშვილი წერს, შემთხვევა თბილისში, ვარკეთილის ფილიალში მოხდა. მისივე თქმით, მსხვერპლი არ არის.

“მომხდარია შეირაღებული თავდასხმა ვარკეთილის ფილიალზე. მძარცველი შეიჭრა ყუმბარით და იარაღით. მსხვერპლი არ არის. სამწუხაროდ,  ვერ ვაწვდით ინფორმაციას “რიკო კრედიტ – rico credit”-ის Facebook-გვერდზე, რადგან Facebook-ის  გონიერმა თანამშრომლებმა გადაწყვიტეს,  რომ “რიკო კრედიტი” თავის ვებ-გვერდზე ხელს უწყობს კრიმინალს და გაგვიჩერეს “ფეისბუქის” ანგარიში. მომავალში უნდა ვიცოდეთ, რომ Facebook არ არის სულ მართალი, როცა ხურავს გვერდებს” – წერს ნიკოლაიშვილი.

ამასთან, ლაშა ნაცვლიშვილის ბრალდებული უკვე დაკავებულია. მისივე ცნობით, თავდამსხმელამა “რიკო კრედიტიდან”  თანხის გატანა ვერ შეძლო.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცავები. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

იტვირთბა....