რუსთავში, ე.წ. ახალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მატარებელმა 23 წლის მამაკაცი გაიტანა.
სააგენტო “ინფორუსთავის”ინფორმაციით, ახალგაზრდა ცხვრების მწყემსი იყო. მას ლიანდაგებზე ფარა გადაჰყავდა, რა დროსაც მათ მატარებელი მიუახლოვდა. ახალგაზრდამ ცხვრების გადარჩენა სცადა, თუმცა მატარებელს თავად ემსხვერპლა
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.