“აფგან მუხთარლისთვის უარის თქმის საფუძველი კანონიერი იყო”, – აღნიშული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ, უარის თქმის ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა.
თალაკვაძის თქმით, უარის თქმის მიზეზი პანდემიის გამო დაწესებული გარკვეული რეგულაციები იყო. ასევე, პალამენტის თავჯდომარე დაინტერესდა, თუ რატომ გადაწყვიტა აზეირბაიჯანელმა ჟურნალისტმა საქართველოში ჩამოსვლა წინასაარჩევნო პერიოდში.
“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს გადაწყვეტილება კანონის სრული დაცვით იყო მიღებული. ასევე, ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის კითხვებს ბადებს, რატომ გადაწყვიტა ამ ადამიანმა მაინცდამაინც წინასაარჩევნო პერიოდში ჩამოსვლა, ვინაიდან, როგორც ის და მისი ადვოკატები აცხადებდნენ, მას აქვს სამართლებრივი სახის საკითხები ხელისუფლებასთან. შესაბამისად, მისი ჩამოსვლა წინასაარჩევნო პერიოდში კითხვებს ბადებს. ამასთან, მოგეხსენებათ, რომ არის პანდემია და უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე.