ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მეუფე გიორგი “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს ეპარქიიდან მისი გადაყენების მცდელობაში ადანაშაულებს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგიმ “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს.

მეუფე “ქართული ოცნების”  მაღალჩინოსნებს  ეპარქიიდან მისი გადაყენების მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ  ადგილობრივი ხელისუფლება „ქართული ოცნების“ აქტივისტის თემურ შუბითიძის ცემის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

მეუფის მტკიცებით, მის წინააღმდეგ რეგინში უკვე დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება.

“ადგილობრივი ოცნების შტაბის აქტივისტები დადიან და აგროვებენ ხელმოწერებს ჩემს წინააღმდეგ. მოტივაციას საზოგადოებაში ავრცელებენ ასეთს, რომ თითქოს შუბითიძეზე ანგარიშსწორება, თავდასხმა ჩემგან იყო შეკვეთილი.

შეუძლიათ წმინდა სინოდს მიმართონ და თუ წმიმდა სინოდი მიიღებს მმართველობაში, მე დიდი სიამოვნებით ამ ყველაფერს ბოლომდე გავყვები. გავყვები იმისათვის, რომ მთელი ამ თვეების განმავლობაში მიმდინარეობს ჩემზე მიზანმიმართულად ფარული, ირიბი თუ ა.შ. ასეთი ძირგამომთხრელი კამპანია”, – აცხადებს მეუფე გიორგი.

ცნობისთვის, სასულიერო პირი მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს, როდესაც მან  მარნეულის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა, ხოლო ძეგლის დადგმას არასახელმწიფოებრივი უწოდა.

იტვირთბა....