ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაზე გავრცელებულ ინფორმაციას  აურყოფსას

სომხეთის თავდაცვის უწყება უარყოფს აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტარტარისა და აღდამის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ, – აღნიშნული განცხადება სომხეთის თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა, შუშან სტეპანიანმა გააკეთა.

სომხეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს.

როგორც პრესპიკერი, შუშან სტეპანიან ამტკიცებს,  მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 12:00 საათზე შევიდა, აზერბაიჯანულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით თავდასხმა 12:05 საათზე დაიწყეს.

„თავდაცვის არმიის დანაყოფები სამხრეთის მიმართულებით მტრის თავდასხმებს იგერიებენ. გარდა ამისა, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ქალაქ გადრუტზე თავდასხმას აგრძელებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ სომხური მხარე ტარტარისა და აღდამის რაიონებზე თავდასხმას ახორციელებს, კიდევ ერთი ტყუილია,“- აცხადებს სომხეთის თავდაცვის უწყების პრესპიკერი.

ცნობისთვის, მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ სომხური მხარე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა. აღნიშნულ ინფორმაციას მედია, აზერბაიჯანის თვადაცვის უწყებაზე დაყრდნობით გაავრცელა. მათივე ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის ყველა შეტევა წარმატებით მოიგერიეს.

შეგახსენებთ, რომ აზეირბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე დღეს 12:00 საათიდან შეთანხმდნენ. ცეცხლის შეწყვეტისა და მეზობელ ქვეყნებს შორის მოლაპარაკების დაწყების შესახებ მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთის, აზეირბაიჯანის და სომხეთის საგარე საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს.

ცნობისთვის, მოსკოვში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

 

იტვირთბა....