მთავარი ციტატა

“ნუ ჩერჩეტობთ-მეთქი ვეუბნებოდი მაგრამ არ მისმენენ” – გოგი წულაია

“თავიდანვე ვეუბნებოდი ნუ აკეთებთ მაგ სისულელეს, ვითომ ახლა ჩემს ჯინაზე დროშა აღმართეს და ამბობენ ნახეთ რა კარგი დროშა დავკიდეთო. ნუ ჩერჩეტობთ-მეთქი ვეუბნებოდი, არ გვაქვს მაგის ბიუჯეტი-თქო, მაგრამ არ მისმენენ. იქ ან ძალიან მაღალი ხარისხის დროშა უნდა დაკიდონ, რადგან სულ ქარია და ყოველთვის დახევს, ან ადამიანი დააყენონ, ხელფასი დაუნიშნონ და ქარი როცა იქნება ჩამოწიოს, გამოიდარებს – აღმართონ მერე ისევ. აბა სხვა გზა არაა.”

გოგი წულაია – პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავჯდომარე

ამის შესახებ მან “რეპორტ გი”-სთან განაცხადა. როგორც წულაიამ ინტერნეტ გამოცემასთან აღნიშნა,  დროშის აღმართვა მერიას 60 000 ლარი დაუჯდა და ამიტომ, მისი სხვა ადგილას გადატანა უკვე დაგვიანებულია.

“ხომ არ შეიძლება დროშა გადააქციონ ქილიკის ობიექტად, ვინღა შეუცვლის ახლა ადგილს. 60 000 დაჯდა მაგის დაკიდება, მოკლედ ფეხებზე ჰკიდიათ დროშა. გადააქციეს ქილიკის საკითხად”, – განაცხადა წულაიამ.

იტვირთბა....