ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში, 37-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესის გადადება კორონავირუსის ინფექციის დაფიქსირებამ გამოიწვია

ქუთაისის 37 საბავშვო ბაღში სწავლის განახლება ერთი კვირით გადაიდო. სასწავლო პროცესის გადადების მიზეზი რამდენიმე ბაღში ახალი კორონავირუსული ინფექციის დაფიქსირება გახდა.

კერძოდ, კორონავირუსი ერთ-ერთი ბაღის გამგეს და ბაღების რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა.

ამასთან, როგორც ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილი აცხადებს, ბაღების ინფიცირებული თანამშრომლების ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

მისივე განმარტებით, რამდენიმე ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ დასრულდა.

“ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა 12 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო. კორონავირუსის დაფიქსირებისა და 11 ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, სწავლის დაწყება ერთი კვირით გადაიდო. ერთ კვირაში დავაკვირდებით როგორი ვითარება იქნება, თუმცა იმის გარანტია, რომ სწავლა დაიწყება, არ არსებობს,” – ამბობს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი.

იტვირთბა....