მთავარი ციტატა

“ივანიშვილმა წითელი ხაზი გადალახა – მიმიფურთხებია ასეთ არჩევნებში გამარჯვებისთვის, მიმიფურთხებია ასეთი ხელისუფლებისთვის” – უგულავა

“ივანიშვილმა წითელი ხაზი გადაკვეთა. ესაა თავხედობის ზღვარი, პროვინციალიზმის, უგვანობის ქრესტომათიული მაგალითი. მიმიფურთხებია ასეთ არჩევნებში გამარჯვებისთვის, მიმიფურთხებია საერთოდ ასეთი ხელისუფლებისთვის, წყევლა და კრულვა არ ასცდება ივანიშვილს და მათ ვინც, მას არიან აყოლილები.”

გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

ამის შესახებ უგულავამ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....