მთავარი ციტატა

“ყელმოღერებული ღარიბაშვილი, ეგ უგვანო და უწიგნური კაცი, რა გარეჯზე მელაპარაკება, საერთოდ იცის რა არის გარეჯი?” – უგულავა

“ესაა სიბინძურე იმისთვის, რომ არჩევნებში ჩაფლავებულმა, ჩასვრილმა „ქართულმა ოცნებამ”, ეკონომიკის დამანგრეველმა „ქართულმა ოცნებამ”, იმ ყველაფრის გადასაფარად, რაც ქვეყანაში ხდება, ამ სახელმწიფოს მოღალატეებმა, უტვინოებმა წამოიწყეს ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადი საქმე. ის ლამა რომ არის, ყელმოღერებული ლამა, ღარიბაშვილი, ეგ უგვანო და უწიგნური კაცი, რა გარეჯზე მელაპარაკება, საერთოდ იცის რა არის გარეჯი?”

გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

ამის შესახებ უგულავამ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....