ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდის გახსენება “თბილისი ცენტრალი” – ცენტრის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

სავაჭრო ცენტრ “თბილისი ცენტრალის” დაკეტვის მიზეზი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სავაჭრო ცენტი ავრცელებს. ცენტრის ადმინისტრაციის ცნობით, სავაჭრო ობიექტი დღეს დაიკეტა და 12 ოქტომბერს, 09:00 საათზე გაიხსნება.

,,ძვირფასო მომხმარებლებო! გვინდა გაცნობოთ, რომ დღეს 9 ოქტომბერს, 12-13 საათიდან, სავალდებულოა, ჩატარდეს სავაჭრო ცენტრში სრული სადეზინფექციო სამუშაოები, რომელიც მოითხოვს ცენტრის ყველა სავაჭრო ობიექტის დახურვას, ვაჭრობის და სამუშაოების დროებით შეჩერებას” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ “თბილისი ცენტრალში” განთავსებული “ოქროს ბირჟის” 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც “ოქროს ბირჟის” თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

იტვირთბა....