ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

იურული სამყაროს გადამღები ჯგუფი კორონავირუსის გამო კარანტინში გადაიყვანეს

“Jurassic World: Dominion”-ის გადასაღებ მოედანზე ერთდროულად რამოდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც იურული სამყაროს გადაღებები შეჩერდა და გადამღები ჯგუფის ყველა წევრი კარანტინში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფილმის რეჟისორი, კოლინ ტრევოროუ “ტვიტერში”  ავრცელებს.

“გავიღვიძე და გავიგე რომ გადასაღებ მოედანზე რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი აქვს. ტესტები გავიკეთეთ, მაგრამ მიუხედავად უარყოფითი პასუხებისა უსაფრთხოების პროტოკოლს არ დავარღვევთ და ორი კვირით შევჩერდებით”. – წერს რეჟისორი “ტვიტერში”.

ცნობისთვის, იურული სამყაროს მესამე ნაწილი 2022 წლის 10 ივნისს გამოვა.

იტვირთბა....