მთავარი ციტატა

“როგორც ტოჩნი ზურაბას რეიტინგი ჰქონდა 2018 წელს, ისეთივე რეიტინგი აქვს ახლა ოცნებას” – გრიგოლ ვაშაძე

“როგორც „ტოჩნი ზურაბას“ რეიტინგი ჰქონდა 2018 წელს, ისეთივე რეიტინგი აქვს ახლა  „ქართულ ოცნებას“.  31 ოქტომბერს გასცმეს ქართველი ხალხი პასუხს ამ ქურდებისა და ბანდიტების ხელისუფლებას, რომელიც ივერი მელაშვილისნაირ ადამიანს საპყრობილეში აგდებს“.

გრიგოლ ვაშაძე – “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი

ამის შესახებ მან “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასებისას განუცხადა.

როგორც ვაშაძემ მედიასთან განმარტა, „ქართული ოცნება“ არა პოლიტიკური ორგანიზაცია, არამედ სადამსჯელო ორგანიზაციაა და მას ძალადობის წინააღმდეგ მოწოდების უფლება არ აქვს.

შეგახსენებთ,  გუშიან ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა და აღნიშნავს, რომ რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ძალადობა წინასაარჩევნო კამპანიების თანმდევ მოვლენად აქციეს. ივანიშვილი ამომრჩეველს მოუწოდებს, არ აჰყვეს პროვოკაციას.

იტვირთბა....