თუ გაინტერესებთ, სად იყიდოთ გირჩი 15 ათას ლარად, ჩაწერეთ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის მისამართის ფანჯარაში girchi.ge და ადგილზე ხართ – “ვებ მისამართი www.girchi.ge იყიდება 15 000 ლარად” – წერია საიტზე ატვირთული ერთადერთი ვიდეოს ქვეშ. ეს ვიდეო და განცხადება დომენის გაყიდვის შესახებ ვებგვერდზე ატვირთული ერთადერთი მასალაა. რა ამბავია 15 ათასი, როცა ყველაზე ძვირიანი დომენის ფასი სულ რაღაც 900 ლარია?
Girchi.ge-ს ორდღიანი, მაგრამ საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. წესით, ის ახალ პოლიტიკურ ცენტრს უნდა ეკუთვნოდეს, ხაჩიძე-ჯაფარიძე-კუბლაშვილით სათავეში, იმიტომ, რომ დამფუძნებლებმა ცენტრს „გირჩი“ დაარქვეს, მაგრამ ცენტრის ხელმძღვანელებს დომენის ყიდვა დაასწრეს. მისამართი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ქართველიშვილმა იყიდა და ახლა გადაყიდვას აპირებს.
თუ ჩემი არ გჯერათ, ხაჩიძეს მოუსმინეთ, ეს ვიდეო გუშინ დადო ფეისბუქზე:
აი, ასე – ასე რომ თუ ვინმეს კიდევ გინდათ დაასწროთ ახალ პოლიტიკურ ცენტრს და 15 ათასი დოლარიც გიდევთ ჯიბეში, შეგიძლიათ ეს გირჩი შეიძინოთ და მერე თუნდაც მილიონად მიჰყიდოთ.