თბილისის ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, დღეს დადასტურებული 527 ახალი შემთხვევიდან, 190 აჭარაში, ხოლო 179 თბილისში გამოვლინდა.
როგორც ენდელაძემ მედიასთან განმარტა, კორონავირუსის შემთვებმა აჭარაში იკლო, თუმცა თბილისში მოიმატა.
“აჭარაში შემცირდა რაოდენობა და არის 36%, ეს შეესაბამება 190 პაციენტს. სამწუხაროდ ინფიცირებულების რაოდენობამ თბილისში 34%-ით მოიმატა და 179 შემთხვევა დადასტურდა დღეს.
“აჭარაში შემცირდა რაოდენობა და არის 36%, ეს შეესაბამება 190 პაციენტს. სამწუხაროდ ინფიცირებულების რაოდენობამ თბილისში 34%-ით მოიმატა და 179 შემთხვევა დადასტურდა დღეს. მესამე ადგილს ისევ იმერეთი იკავებს, დღეს იქ 91 პაციენტს დაუდასტურდა კოვიდი. ქვემო ქართლში 28 პაციენტს, ხოლო შიდა ქართლში – 10 ახალ პაციენტს დაუდასტურდა. კახეთში – 11 ახალი შემთხვევაა, მცხეთა-მთიანეთში – 3, გურიაში – 3 და სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანს დაუდასტურდა”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსისგან 313 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რის შემდეგაც, გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვმა 5866 შეადგინა.ქვეყანაში Covid-19-ის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციისთვის, ახალმა კორონავირუსმა საქართველოში სულ 10752 ადამიანი დააინფიცირა.