“დოიჩე ველეს”ინფორმაციით, ბავარიაში სამგზავრო მატარებელი სამხედრო სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და უამრავი დაშავდა. გამოცემის ცნობით, მატარებელში, რომელიც ნიურნბერგიდან ვაიდენში მიემგზავრებოდა, სავარაუდოდ, 50-მდე მგზავრი იმყოფებოდა. დაღუპულთა შორის მატარებლისა და სატვირთო მანქანის მძღოლები არიან.
ავტოსაგზაო ინციდენტის შედეგად აფეთქება მოხდა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
იტვირთბა....