aviabiletebi
მთავარი ციტატა

“რუსეთი სომხეთთან მიმართებაში ნაკისრ ყველა ვალდებულებას შეასრულებს” – პუტინი

“სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება, თუმცა, ისინი სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს. რაც შეეხება რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ჩვენ მას ყოველთვის ვასრულებდით, ვასრულებთ და შევასრულებთ. მოგეხსენებათ, რომ მე მუდმივ, აქტიურ სამუშაო კონტაქტში ვარ სომხეთის პრემიერმინისტრთან და სომხეთს არ აქვს კითხვები რუსეთის მიერ მოკავშირის ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ ეს კონფლიქტი უახლოეს მომავალში დასრულდება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვლადიმერ პუტინი – რუსეთის პრეზიდენტი

როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთისთვის სომხები და აზერბაიჯანელები უცხოები არ არიან და რუსებს მათთან ნათესაური და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. მან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტს ტრაგედია უწოდა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

იტვირთბა....