19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში არსებითი განხილვის პირველი სხდომა მიმდინარეობს.
როგორც საქმის პროკურორი, დავით ყაზარაშვილის აცხადებს, მოწმეთა ჩვენებით დასტურდება, რომ შაქარაშვილი მოკლეს.
„დღეს არსებითი განხილვა იწყება. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარე გამოიკვლევს მოწმეთა ჩვენებებს, რითაც დასტურდება, რომ შაქარაშვილი ნამდვილად მოკლეს. კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ბრალდებულები მისდევდნენ გიორგის და სხვა პირებს, „ქამრი” 13 წუთი იყო იქ და საკმარისი დრო ჰქონდათ, განეხორციელებინათ მკვლელობა.
არიან მოწმეები და დასტურდება, რომ ის მოკლეს. არსებობს ექსპერტიზის დასკვნა მრავლობით დაზიანებებზე, შემდეგ წყალში დახრჩობით არის გარდაცვლილი. მივდივართ იქამდე, რომ ეს პირები ჩაყვნენ მდინარის ნაპირამდე და გადააგდეს მდინარეში. მათ შორისაა გურის ჩვენება და სხვა მოწმეების. მათ დაინახეს, რომ შაქარაშვილს მისდევდნენ”, – განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა პროცესის დაწყებამდე.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან.