მთავარი ციტატა

“გენოციდსა და ოკუპაციაზე საერთაშორისო საზოგადოების სიჩუმით წახალისებული სომხეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიას განაგრძობს” – ერდოღანი

“აზერბაინაჯის ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც სომხეთის მიერ განხორციელებული გენოციდია, დაახლოებით 30 წელია გრძელდება. გენოციდსა და ოკუპაციაზე საერთაშორისო საზოგადოების სიჩუმით წახალისებული სომხეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიას განაგრძობს. ბოლო დროის პროცესებმა აჩვენა, ვინ არის სინამდვილეში მშვიდობის მომხრე. საერთაშორისო საზოგადოებამ ეს რეალობა უნდა დაინახოს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის ყოფნა უნდა დაასრულოს.”

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთის პრეზიდენტი

ერდოღანის ამ განცხადებას აზერბაიჯანის მედიას ავრცელებს.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ გენოციდის განხორციელებაში საერთაშორისო ტერორისტები არიან ჩართულები და ისინი რეგიონში თურქეთმა ჩაიყვანა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

იტვირთბა....