მთავარი ციტატა

“თუ გვსურს, ჰუმანიტარული კატასტროფა შევაჩეროთ, თუ გვსურს ეს კონფლიქტი კიდევ უფრო არ გაფართოვდეს, საერთაშორისო საზოგადოებამ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს” – ფაშინიანი

“დღეს გენოციდის განხორციელებაში საერთაშორისო ტერორისტები არიან ჩართულები. ისინი რეგიონში თურქეთმა ჩამოიყვანა. ისინი აზერბაიჯანის მხარეს იბრძვიან. ასე რომ, მსურს ხაზი გავუსვა : თუ გვსურს, ჰუმანიტარული კატასტროფა შევაჩეროთ, თუ გვსურს ეს კონფლიქტი კიდევ უფრო არ გაფართოვდეს, საერთაშორისო საზოგადოებამ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს.”

ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთის პრემიერ-მინისტრი

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

იტვირთბა....