“60-ზე მეტი პირია დაკითხული დავით გარეჯის საქმეზე,მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნებიც !
მეუბნებიან რომ რამდენიმემ უკვე მისცა ჩვენება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ !
ვინ გაყიდა სინდისი თავისუფლების სანაცვლოდ?!”
ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი.
სოციალური ქსელი.
ცნობისათვის, მიმდინარე 17 აგვისტოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე. დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულია ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვი, რომელთაც ბრალს დღეს წარუდგენენ.