aviabiletebi
ახალი ამბები

“ერთ წუთში დაახლოებით სამი აფეთქება ხდება” – რუსეთში, სამხედრო საწყობში ცეცხლი გაჩნდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთში, რიაზანის ოლქში სამხედრო საწყობში ხანძარი გაჩნდა, რასაც აფეთქებები მოჰყვა. ამასთან,  არიან დაშავებულები. სააგენტო „ტასი“ საგანგებო სამსახურებზე დაყრნდობით წერს, რომ საწყობში ერთ წუთში დაახლოებით სამი აფეთქება ხდება.

რიაზანის ოლქის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხუთი კილომეტრის რადიუსში მდებარე დასახლებული პუნქტებიდან 2 300-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

ხანძრის ჩაქრობისა და აფეთქებების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში 800-ზე მეტი ადამიანი და 200-მდე ერთეული ტექნიკაა ჩართული.

დაშავებულია 10-ზე მეტი ადამიანი. მათი ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

წინასწარი ცნობით, თავდაპირველად ცეცხლი საწყობის მახლობლად ბალახს გაუჩნდა, რის შემდეგაც ხანძარი გავრცელდა.

იტვირთბა....