“არავის ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ „რემდესივირი“ ფართო გამოყენებისთვის იქნება და შესაძლებელი იქნება, ყველამ გამოიყენოს. რა თქმა უნდა, არა. ჩვენების მიხედვით და მხოლოდ კლინიკური კვლევის ფარგლებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კლინიკური კვლევის ფარგლებში, მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის არის მხოლოდ „რემდესივირი“ განკუთვნილი.”
თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ინფექციურ დაავადებათა ცენტრი უკვე თანამშრომლობს ამერიკულ ინსტიტუციებთან, რომლებიც საქართველოს კვლევაში ჩართვას სთავაზობენ.