რუსეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვთაც საქართველოს ბრალდებას რუსეთის მისამართით მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლის თაობაზე პოლიტიზებულს უწოდებს. საგარეო უწყების განცხადებას „ტასს”-ი ავრცელებს.
როგორც განცხადებაში უწყების ოფიციალური წარმომადგენლი მარია ზახაროვა აცადებს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდი კი არ ჩაისალა, გადაიდო პანდემიის გამო დაწესებული შეზრუდვების გამო.
„გაოცებულები ვართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 6 ოქტომბრის განცხადებით, თითქოსდა რუსეთის წარმომადგენლების მიერ ჩაიშალა კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდი, რომელიც გადაიდო. მიგვაჩნია, რომ ბრალდება ჩვენი მისამართით არის დაუსაბუთებელი და პოლიტიზებული.
გადაწყვეტილება 6-7 ოქტომბერს მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის ჩატარებაზე თავშეკავების შესახებ მიღებულია, მაგრამ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსური დელეგაციების მიერ იმ სერიოზული შეზღუდვების და ლოგისტიკური პრობლემების გათვალისწინებით, რაც გამოწვეულია პანდემიისგან“ , – განაცხადა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6-7 ოქტომბერს დაგეგმილ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდის ჩაშლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლის გამო.