“უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც რაიმე მოსაზრებით, რაიმე ფორმით ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ხელისუფალი, რომელიც თავისი მოქალაქეების ყველაზე ფაქიზ გრძნობებზე თამაშით ეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას.”
გა ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
სოციალური ქსელი
აღნიშნულით ანალიტიკოსი დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ორი პირი დააკავა. პროკურატურის ცნობით, უწყებამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.