ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გახარია განმარტავს, რატომ შეისყიდა სახელმწიფომ 5 000 საწოლი

საქართველოს პრემიერ0მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით,  ქვეყანაში საწოლფონდების დეფიციტი არ არსებობს და ჯანდაცვის სისტემა არსებულ ვიტარებას წარმატებით უმკლავდება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მტავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გახარიას თქმით, ის 5 000 საწოლი, რომელიც სახელმწიფომ შეიძინა, ახალ წლამდე მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს, თუ ინფიცირებულების ოდენობა გაიზრდება.

“ქვეყანაში საწოლფონდების დეფიციტი არ არსებობს. 5 ათასი ადგილი ახალ წლამდე მუდმივ მზადყოფნაში რომ გვქონდეს, ეს ამისთვის გამოცხადდა. 5 ათასი გვჭირდება იმისთვის, რომ თუ ახალ წლამდე ინფიცირებულების ოდენობა გაიზრდება, საწოლები გვქონდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საწოლადგილები იქნება სახელმწიფოს განკარგულებაში კოვიდისთვის. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულმა კლინიკამ უნდა გაათავისუფლოს და ჰქონდეს. თუ ამ ტემპით გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ჩვენ დამატებით 5 ათას ადგილზეც მოგვიწევს გამოცხადება, შეიძლება ნაკლებზეც. ეს არის მუდმივი პროცესი და როდესაც ადამიანები, ვაი ექსპერტები, თავის საქმეში, რომ ვერ გარკვეულან, ცდილობენ ერთმანეთს გადააბრალონ, შეაზავონ, თან ეპიდემიოლოგიური რჩევა მოგვცენ და თან ეს რჩევა პოლიტიკურად დააკონვერტირონ, არჩევნების წინ, ეს სრულიად მიუღებელია,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

იტვირთბა....