მთავარი ციტატა

“გვსურს გამოვაცხადოთ ჯილდო ჩვენი შვილის მპოვნელისათვის”- გაუჩინარებული 13 წლის ბიჭის მშობლები მოქალაქეებს მიმართავენ

“გვსურს გამოვაცხადოთ ჯილდო ჩვენი შვილის მპოვნელისათვის. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია სად იმყოფება ამ დროს ჩვენი შვილი და ეს ინფორმაცია დადასტურდება, მზად ვართ გადავიხადოთ 50 000 ლარი. ნებისმიერი ინფორმაციისათვის რომელიც ბავშვის პოვნაში დაგვეხმარება, ან მიგვითითებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ბავშვის გაუჩინარებასთან კავშირი აქვს, 30 000 ლარს გადავცემთ. ჩვენი მხრიდან გაძლევთ სრულ გარანტიას ამ ინფორმაციის კონფინდენციალურობის.”

 ქსენია ფილფანი – სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის დედა

13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის ოჯახი მათი შვილის მპოვნელს, ან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმწოდებელს ჯილდოს სახით 50 000 ლარს გადასცემს.

ცნობისთვის, ილია ფილფანი 18 ივლისს სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

იტვირთბა....