ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული ქალი ქუთაისში გადაიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსით ინფიცირებული, 29 წლის ორსული შეიყვანეს.

როგორც კლინიკის დირექტორმა, მამია ყიფიანმა განაცხადა, ინფიცირებული ქალი კლინიკაში შეიყვანა კატასროფის ბრიდაგადამ და მას ახლა შესაბამისი ამბოლატორიული კვლევები უტარდება.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსმა 9245 პაციენტი დააინფიცირა.

იტვირთბა....