ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: რთული სათქმელია, სად გადის ზღვარი

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ფიქრობს, კლინიკურ სექტორს აქვს იმის რაოდენობრივი მარჟა,  500-დან 600 პაციენტამდე მართოს, მაგრამ როგორი მდგომარეობა იქნება 700 – ზე, 900 – ზე ან 1500 – ზე, მისთვის ძნელი სათქმელია.

მისი თქმით, რთული სათქმელია, სად გადის ზღვარი, რომლის იქითაც ქვეყნის კლინიკური სექტორი დატვირთვას ვერ გაუძლებს.

„ფაქტია, რომ ამ რაოდენობას ჯერჯერობით ვმართავთ, ძალიან წარმატებით და სრულფასოვნად. არცერთი პაციენტი დარჩენილა ტესტის, ექიმის კონსულტაციის და ვისაც სჭირდება, კლინიკაში მოთავსების გარეშე. სიკვდილობა არის საოცრად დაბალი. სად გადის ზღვარი, რომლის იქითაც ქვეყნის კლინიკური სექტორი ვერ გაუძლებს დატვირთვას, როგორც ეს მოხდა ევროპის ქვეყნებში, თავის დროზე, ზუსტად ვერ გეტყვით. ჯერ საკმარისი რესურსი და მარაგი გვაქვს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ამ დრომდე, საქართველოში Covid-19-მა 9245 ადამიანი დააინფიცირა.

იტვირთბა....