მთავარი ციტატა

“მინდოდა საქმეს ჩამოცილება, თუმცა ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით დავბრუნდი” – მიხეილ რამიშვილი

“ჩვენი დაკითხვა და მობილური ტელეფონის ჩამორთმევა მოხდა აბსოლუტურად უკანონოდ, არ უნდა მოხდეს ამ პრეცედენტის დაშვება და ამდგვარი მოქმედების დაკანონება, წინააღმდეგ შემთხვევაში ადვოკატთა ინსტიტუტი ჩამოინგრევა და არ იქნება ჩვენს ქვეყანაში სწრაფვა დემოკრატიისაკენ.”

მიხეილ რამიშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

როგორც რამიშვილმა განაცხადა, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ჩამოსცილებოდა, თუმცა ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით დაბრუნდა და საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

მისივე თქმით, თუ არ მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას, იქნება პრეცედენტი, რომ აღნიშნული საქმე გადაიგზავნება სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში.

იტვირთბა....