“მე თავის დროზე ხელი შევუწყვე ივანიშვილს, რომ ეყიდა ეს ტერიტორია, რადგან ეს ტერიტორია ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქიდან გაყიდულია და ჰყავდა ბევრი ჭრელი მეპატრონე. მისივე მოთხოვნით, მოხდა მოხსნა და მერე დავუბრუნე, რადგან ასე იყო ჩაფიქრებული. მას ჰქონდა ვალდებულება, რომ გაემწვანებინა ნახევარზე მეტი.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
როგორც უგულავამ აღნიშნა, ივანიშვილმა იპოდრომის ტერიტორიის 8 ჰექტარი დაიტოვა და ქალაქს გადასცა ის, რაზეც შევარდნაძის დროიდან ყველა შეთანხმებული იყო, რომ იქ არავინ არაფერს ააშენებდა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე “თბილისის ცენტრალური პარკი” 36 ჰექტარზე განთავსდება.