ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იპოდრომის ტერიტორიის 8 ჰექტარი დაიტოვა და ქალაქს გადასცა ის, რაზეც შევარდნაძის დროიდან ყველა შეთანხმებული იყო, რომ იქ არავინ არაფერს ააშენებდა”- უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი და ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი უნდა განთავდეს, 8 ჰექტარი ფართობი კერძო საკუთრებაში დაიტოვა. აღნიშნულით გიგი უგულავა დედაქალაქისთვის იპოდრომის ტერიტორიის გაჩუქებას გამოეხმაურა.

უგულავას ცნობით, ბიძნა ივანიშვილმა მისი მერობის პერიოდში იყიდა იპოდრომის ტერიტორია იმ ვალდებულებით, რომ ტერიტორიის ნახევარზე მეტი გაემწვანებინა.

იგივალას თქმით, ივანიშვილმა დედალაქალას ტერიტორიის ის ნაწილი გადასცა, რაზეც შევარდნაძის დროიდან ყველა შეთანხმებული იყო, რომ იქ არავინ არაფერს ააშენებდა.

“თავის დროზე ხელი შევუწყე ივანიშვილს, რომ ეყიდა ეს ტერიტორია იმიტომ, რომ ყაზახი ინვესტორები იყვნენ, ასევე ეს ტერიტორია ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს იყო გაყიდული და ბევრი „ჭრელი“ მეპატრონე ჰყავდა. მას ჰქონდა ვალდებულება, ტერიტორიის ნახევარზე მეტი გაემწვანებინა, ამ ვალდებულებით იყიდა.

გუშინ რომ გავიგე ეს ამბავი, მომეწონა, რადგან რაც არ უნდა იყოს, საბოლოოდ, ქალაქისთვის სჯობს-მეთქი, მაგრამ დღეს აღმოვაჩინე,რომ ივანიშვილი მართლაც თაღლითია.  იცით, რომ თურმე რაც ახლა მთავრობამ ზარ-ზეიმით გადაიბარა, იპოდრომის შიდა რკალი, 8 ჰექტარი, რაც გარშემო არის გამწვანებული, კერძო საკუთრებაში განაშენიანებისთვის დაიტოვა. 8 ჰექტარი ტერიტორია დაიტოვა და ქალაქს გადასცა ის, რაზეც შევარდნაძის დროიდან ყველა შეთანხმებული იყო, რომ იქ არავინ არაფერს ააშენებდა.

პარკის მოწყობის ვალდებულება ჰქონდა. ანუ ქალაქს „შეტენა“ პარკის გაკეთება და თვითონ სამშენებლოდ დაიტოვა დანარჩენი ტერიტორია.

აბა ყველაზე გამწვანებული ტერიტორია რატომ დაიტოვა?! აი, ეს არის კიდევ ერთი გულისამრევი თაღლითობა ამ ადამიანის მხრიდან. შეიძლება რამე გააკეთოს ამ კაცმა ისე, რომ სარგებელი არ ნახოს და რწყილი არ გაატყავოს?! მართლაც წარმოუდგენელია, დღეს ამის გამო გაოგნებული ვიყავი,”- აცხადებს გიგი უგულავა.

ცნობისთვის, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე “თბილისის ცენტრალური პარკი” 36 ჰექტარზე განთავსდება.

 

იტვირთბა....