“ეს ვინ განაცხადა? ზეზვას თავის ქალის შთამომავალი რომაა, იმან? კარგია, ილაპარაკოს. ბრიყვს რა ეკითხება, სისულელეებს ილაპარაკებენ. პატრიოტთა ალიანსი არის პირდაპირ რუსული პროექტი. რასაც ისინი ლაპარაკობენ, ჩათვალეთ, რომ პუტინის რომელიღაცა შნირი გელაპარაკებათ. სასაცილოა, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
აღნიშნული განცხადებით, გიგი უგულავა პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთ ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ რეალურად ენმ-ს 3%-ზე ნაკლები უჭერს მხარს, ევროპულ საქართველოს 1%-ზე ნაკლები, ოცნებას კი -13%.