ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილმა გარეჯის გაყიდვით 80 მილიონი აიღო და პენტჰაუზები იყიდა მაიამში და კიევში” – ჭოტორლიშვილი

ბლოგერი, ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გარეჯის გაყიდვით 80 მილიონი აიღო.

“მეტრონომი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ახალგაზრდებს არ ემახსოვრებათ, ეროვნული მოძრაობის ტალღა დავით გარეჯის თემით დაიწყო, თანდათან გადაიზარდა ნაციონალიზმში, რუსოფობიაში, სამოქალაქო ომში, დასრულდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებით და სააკაშვილის მიერ დავით გარეჯის აზერბაიჯანისთვის საიდუმლოდ მიყიდვით.

სააკაშვილმა გარეჯის გაყიდვით 80 მილიონი აიღო(ზუსტი თანხა თვითონ წამოაყრანტალა) და პენტჰაუზები იყიდა მაიამში და კიევში.

საინტერესოა აგვისტოს ომში ქართული სოფლების და ქვა-ღორღის გაყიდვაში რამდენი აიღო” – წერს ლევან ჭოტორლიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

იტვირთბა....