მთავარი ციტატა

“ხელისუფლებამ გადააგდო ვენეციის კომისია და უთხრა, მერე რა, რომ იმუშავეთ, ახლა აღარ მაინტერესებს თქვენი აზრიო”

“ვიდრე კანონს მიიღებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და საერთოდ, მოსამართლეების შერჩევის წესის თაობაზე, საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა თხოვნით, რომ ვენეციის კომისიას თავისი დასკვნა დაეწერა. ამის მიუხედავად, შემდეგ გადაიფიქრა, ამჯერად გადააგდო ვენეციის კომისია და უთხრა, მერე რა, რომ თქვენ იმუშავეთ, მერე რა, რომ აზრი გკითხეთ, ახლა აღარ მაინტერესებს თქვენი აზრი და ისეთ წესს მივიღებ, როგორიც მე მაწყობს, რომ უფრო კარგად ვაკონტროლო საქართველოს სასამართლოო. ყველაზე სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს, არის ის, რომ ეს დასკვნა ვენეციის კომისიას საქართველოს ხელისუფლებამ თავად მოსთხოვა.” 

ნინო ბურჯანაძე – “ერთიანი საქართველოს“ ლიდერი

აღნიშნულით ბურჯანაძე ჟურნალისტებთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის თაობაზე ევროკავშირის განცხადებას გამოეხმაურა.

ბურჯანაძე აცხადებს, რომ მწუხარება იქნა გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას და ისე მიიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის შესახებ წესი. 

მისი თქმით, ვიდრე კანონს მიიღებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და საერთოდ, მოსამართლეების შერჩევის წესის თაობაზე, საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა თხოვნით, რომ ვენეციის კომისიას თავისი დასკვნა დაეწერა. 

იტვირთბა....