ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ დააკავა კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლის მკვლელობა სცადა

შსს-მ დააკავა მამაკაცი, რომელმაც 5 ოქტომბერს ყოფილი ცოლის მკვლელობა სცადა.

უწყების ცნობით, მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილ ცოლს, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

“სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია შსს-ს განცხადებაში.

იტვირთბა....